„ცოცხალ-მკვდარი დატოვეს ბინაში, კარი გარედან გადაუკეტეს, რომ თავისთვის ვერ ეშველა...“ - 22 წლის ბიჭს გლოვობენ

თაზო

ორთაჭალაში, სასტიკად მოკლულ თაზო მთივლიშვილს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

„ამ ისტორიას ვერ ვიჯერებ.

ბიჭი ცოცხალ-მკვდარი დატოვეს ბინაში, გავიდნენ და კარი გარედან გადაუკეტეს, რომ თავისთვის ვერ ეშველა.
ამ ფოტოს მკვლელი ულაიქებს და ის გოგო უკომენტარებს, რომელმაც ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო.
რა ხალხია, ამ ახალგაზრდებს ეს სისასტიკე საიდან აქვთ“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.

ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდა მეგობრის და თანამშრომლის, გიორგი პაპაშვილის სახლში მოკლული ბრალდებულის დედამ 2 დღის შემდეგ იპოვა.

პაპაშვილს პროკურატურა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას ედავება. დანარჩენებს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვთ წარდგენილი. დაკავებულები არიან: ვერიკო კაპანაძე, ლუკა გვენეტაძე და საბა რობაქიძე. მათ სასამართლომ ორ-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი საქმის მთავარ ფიგურანტად გიორგი პაპაშვილს ასახელებენ.

ფაქტის გახმაურებამდე, გიორგი პაპაშვილმა და ბაირამ ალი გუსეინოვმა ქვეყნის დატოვა მოახერხეს.