66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
„აგერ უკვე სამი წელია რუსეთი შეუჩერებლად ბომბავს უკრაინას, ცდილობს წაართვას მიწა, რომელიც მას არ ეკუთვნის. სანქციების ეს ახალი პაკეტი მიმართულია არა მხოლოდ რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე, არამედ მათზეც, ვინც ამ ტანკერების ექსპლუატაციას ეწევა, ვიდეო კონტროლერებზე, რომლითაც უპილოტო საფრენი აპარატები იმართება, ბანკებზე, რომლებსაც ჩვენი სანქციების თავიდან აცილების მიზნით იყენებენ, და პროპაგანდისტულ მედიაზე, რომელსაც ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაში, თუ ვინ არის აგრესორი, ვინ უნდა გადაიხადოს და აიღოს პასუხისმგებლობა ამ ომზე. სანქციების თითოეული პაკეტი კრემლს ომის წარმოების შესაძლებლობებს აცლის. რუსეთის აგრესიის შეჩერების შესახებ მოლაპარაკებების პირობებში ჩვენ უკრაინა მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში უნდა ჩავაყენოთ. სანქციები - ზემოქმედების ბერკეტია“, - აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებაში.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სანქციების ახალი პაკეტი 48 ფიზიკურ პირს და 35 ორგანიზაციას შეეხება. სანქციები დაუწესდათ აგრეთვე კომპანიებს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, გაერთიანებული არაბთა საამიროებიდან, უზბეკეთიდან, თურქეთიდან და ჰონკონგიდან. ევროკავშირის მტკიცებით, აღნიშნული კომპანიები რუსეთს ადრე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.