ინტენსიური თოვის გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
1793892013
ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, 15 იანვრის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.
ზელენსკიმ გაიზიარა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადება პერსონალური, სპეციალური ეკონომიკური შემზღუდავი ზომების (სანქციების) შესახებ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სანქციები ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას, აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულ შეწყვეტას და სხვა ზომებს.
1981 წელს დაბადებული შოთა აფხაიძე დოკუმენტში აღნიშნულია, როგორც რუსეთის მოქალაქე.