პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უცხოურ მედიაში გავრცელდა ფეიკ-ნიუსი, რომ თითქოს პირველი ივლისიდან პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდას წყვეტს. როგორც უცხოური მედია ამტკიცებდა, განცხადება ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ლტოლვილთა საკითხებში მთავრობის კომისარმა, პაველ შეფერნაკერმა გააკეთა. ინფორმაცია Rzeczpospolita-მ გაავრცელა.
საუბარია იყო 40 ზლოტზე (დაახლოებით 26 ლარი), რომელსაც მთავრობა ყოველდღიურად იმ ადგილობრივებს უხდის, რომლებმაც უკრაინელი ლტოლვილები შეიფარეს. თანხა ერთ ზრდასრულ ადამიანზეა გათვლილი და მასპინძლისთვის სტუმრის განთავსებისა და კვების საფასური უნდა აანაზღაუროს.
დაზუსტებული იყო, რომ იქნებოდა გამონაკლისები, ამასთან, შშმ პირებისთვის, ორსულებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარების პაკეტი გაფართოვდებოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინისა და პოლონეთის საზღვარი 3,6 მილიონამდე ლტოლვილებმა გადაკვეთა.
დასკვნა: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პოლონეთის მთავრობა 1 ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებს ფულად დახმარებას აღარ გადაუხდის, შეცდომაში შემყვანია. დახმარება 1 ივლისიდან მხოლოდ იმ უკრაინელ ლტოლვილებს შეუწყდებათ, ვისთვისაც, პოლონეთში ცხოვრებიდან 120 დღეა გასული, დანარჩენი ლტოლვილებისთვის შემწეობის გადახდა ისევ გაგრძელდება.