1727974750
ზელენსკი აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის სიტუაციას შავ ზღვაში.
მან მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, დაზვერვას და მფრინავებს, რომლებმაც ზმეინის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანეს.
„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი. ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მინდა, მადლობა ვუთხრა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, „ალექსანდრიას“ მეთაურებს. კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ დაბრუნდება. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ თანდათანობით გავაძევებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან და ციდან“,- განაცხადა ზელენსკიმ.