დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის, დატყვევებული „აზოვსტალის“ დამცველის, სერგეი ვოლინას დამ, ტატიანა ხარკომ განაცხადა, რომ იმ სამხედროების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს.
მისი თქმით, „აზოვის“ ბატალიონის ზოგიერთ მებრძოლს არ ესმის და ვერ ხედავს.
„თითქმის ყველა, 99% ხელების, ფეხების გარეშეა. ზოგს არ ესმის, ზოგი ვერ ხედავს. ზოგი ცრემლიანი თვალებით საუბრობს, ზოგი - ვერა. ამ ბიჭებს ესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება,“ - განაცხადა „აზოვსტალის“ დამცველის დამ.
მისი ინფორმაციით, თავად სერგეი ვოლინა ტყვეობიდან არ გაუთავისუფლებიათ და ოჯახს მის შესახებ არანაირ ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ, ტყვეთა გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული 144-დან „აზოვსტალის" 95 დამცველია.