პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დიდი შვიდეული“ სასურსათო კრიზისთან საბრძოლველად 4,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ბავარიაში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ დამატებით 4,5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად წარმოქმნილი სურსათის გლობალური დეფიციტის წინააღმდეგ საბრძოლველად.
მათ ასევე მოუწოდეს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საკვების დიდი მარაგი, დაეხმარონ კრიზისის მოგვარებაში და თავი შეიკავონ საკვების შემდგომი ყიდვისგან, რათა არ მოხდეს გლობალური ფასების კიდევ უფრო სწრაფი ზრდის პროვოცირება.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა, ასევე, კრემლი უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის ძარცვაში დაადანაშაულეს.