პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, ათვლის წერტილი გახდება უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.
„ეს ზუსტად ის არის, რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. უკრაინას არა მხოლოდ სიტყვით დავუჭიროთ მხარი, ეს საკმარისი არაა – საჭიროა გადაწყვეტილებები, საჭიროა ფული, ძლიერი კოორდინაცია და გვჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გვსურს, რათა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალ დონორს მივცეთ შესაძლებლობა, გამოავლინოს დემონსტრირება უკრაინის მიმართ“, – განაცხადა მიშელმა.
უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორთა კონფერენცია პოლონეთსა და შვედეთში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება.