შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ სრულად გააქრო. ინფორმაცია ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ექიმების თქმით, 12 თვის შემდეგაც კი ბავშვი დაავადებისგან კვლავ თავისუფალია.
ბიჭს ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი ფორმა ჰქონდა. კიბო ფილტვებში იყო მეტასტაზირებული და არსებობდა ნიშნები, რომ ის ძვლებშიც გავრცელდა.
ოჯახმა ქირურგიულ ჩარევას მიმართა, თუმცა, ფილტვებში ახალი სიმსივნური წარმონაქმნი გაჩნდა. სწრაფი რეციდივის გამო, ბავშვს ექსპერიმენტული, თერაპია ჩაუტარეს. ამ დროს პაციენტის იმუნურ უჯრედებს ისე ცვლიან, რომ ისინი სიმსივნესთან საბრძოლველად ეფექტურები გახდნენ.
მას ორი დოზა გაუკეთეს. მომდევნო კვირებში ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ მოზარდს დაავადების ყველანაირი ნიშანი გაუქრა.
აღსანიშნავია, რომ მკურნალობის ამ ინოვაციურმა მეთოდმა ეფექტიანობა სისხლის კიბოს მკურნალობის კუთხითაც აჩვენა. ამიტომ მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილები.