"რუსული ФСБ-ს მთელი საქმიანობა სისულელეა" - უკრაინის შსს-ს სპიკერი

ყირიმის ხიდი

რუსეთის ФСБ-ს გამოძიება ყირიმის ხიდზე თავდასხმის შესახებ "სისულელეა",- ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მან ФСБ-ს და საგამოძიებო კომიტეტს უწოდა "ყალბი სტრუქტურები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის რეჟიმს, ამიტომ მათ მომავალ განცხადებებზე კომენტარს ნამდვილად არ გავაკეთებთ".

რუსეთის გამოძიებამ განაცხადა, რომ გასულ შაბათ-კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველებიც მონაწილეობდნენ.