„ყირიმი მოღრუბლული, თუმცა ასევე თბილი იყო...“ - ზელენსკი ხიდზე გაჩენილ ხანძარზე

ვოლოდიმირ ზელენსკი

სამწუხაროდ, ყირიმი მოღრუბლული, თუმცა ასევე თბილი იყო. მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლიანი იყოს, უკრაინელებმა იციან რა უნდა გააკეთონ,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ყირიმის ხიდზე დიდი ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და  ხიდის ნაწილი ჩამოიშალა.

„უკრაინელებმა იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი – ჩვენი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, დამპყრობლების გარეშე.

სანამ შესაძლებლობა აქვთ, ოკუპანტები უნდა გაიქცნენ – ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება”, – აღნიშნავს ზელენსკი.

ცნობისთვის, ყირიმის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს.