ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო რუსეთმა 8 პირი დააკავა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა.
მათი თქმით, GUR-ის აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და პოლიეთილენის ფირის რულონებში დამალეს, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო. ამის შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში, იგი გაგზავნეს ოდესის პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. 12 მონაწილე, სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია, მათგან 8 დაკავებულია. ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ბროკერი, მეტსახელად, "ლევანი მონაწილეობდნენ.
რუსული მხარის ვერსიით, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შემდეგაც გამვლელი მატარებლის საწვავის შვიდ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.