პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკული „ომის კვლევის ინსტიტუტი“ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში საუბარი ყირიმის ხიდის აფეთქებაზეცაა. ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, კრემლი ყირიმის ხიდზე მომხდარზე პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს დააკისრებს, რათა ვლადიმირ პუტინს კრიტიკა აარიდოს.
ამასთანავე, კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ „თავდაცვის სამინისტროს დაპირებების მოსმენის ნაცვლად“ რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა უნდა დაიწყოს.
ასევე, რუსი სამხედრო ბლოგერების მხრიდან უკვე ისმის კრიტიკა ვლადიმირ პუტინის მისამართით. კერძოდ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ „თუ პუტინი საპასუხო ზომებს არ მიიღებს, ეს მის პიროვნულ სისუსტედ აღიქმება“, და ამბობენ, რომ „ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა, ტყვეების გაცვლა ან ხარკოვის ფრონტზე უკრაინული ჯარის წარმატება პუტინი კომენტარს პირადად უნდა აკეთებდეს“.
ყირიმის ხიდზე მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.