პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე პასუხისმგებლობას, უკრაინის სპეცსამსახურებს აკისრებს მას შემდეგ, რაც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინისგან, გამოძიების შესახებ პატაკი ჩაიბარა, კრემლის ლიდერმა მომხდარი, ტერორისტულ აქტად შეაფასა, რომლის უკანაც, მისი თქმით, უკრაინული სპეცსამსახურები დგანან.
საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა კი, იმ სატვირთო მანქანის გადაადგილების მარშრუტი დაასახელა, რომელიც 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე აფეთქდა. ბასტრიკინის თქმით, მანქანამ ბულგარეთის, საქართველოს, სომხეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და კრასნოდარის ტერიტორია გაიარა. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის მტკიცებით, ტერაქტის ორგანიზებაში უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად, რუსეთის და უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
„ეჭვგარეშეა. ეს არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ეს იყო დაგეგმილი და განხორციელებული უკრაინის სპეცსამსახურების დაკვეთით“, - აღნიშნა პუტინმა კრემლის „ტელეგრამის“ არხზე ვიდეოში.