ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
სამხედრო დახმარების ახალ ჩარჩოში აშშ უკრაინას მიაწოდებს 1100 ე.წ. „თვითმკვლელ დრონს“ - Phoenix Ghost-ს, ასევე 250 ჯავშანმანქანას (M1117), 40 სამდინარო ჯავშანკატარღას, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Hawk-ს და 45 Т-72 -საბჭოთა ტანკს, რომლებიც ჩეხეთს ჰქონდა შეიარაღებაში.
ახალი პაკეტის ღირებულებაა 400 მილიონი დოლარი. გამოყოფილი სახსრების ნაწილი მოხმარდება გერმანიაში, უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებას, სხვათა შორის, სამხედრო პერსონალის წვრთნას.
ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონმა 4 ნოემბერს.
შეიარაღების უდიდესი ნაწილი წარმოებული ან აღდგენილი იქნება საგანგებოდ უკრაინისთვის და მათ არ გამოიტანენ საწყობებიდან.
ამიტომ მათი მიწოდება სავარაუდოდ, დასრულდება 2023 წლისთვის. თებერვლის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის და სხვა აღჭურვილობის აშშ-მა უკრაინას სახით გამოუყო 18 მილიარდი დოლარი.
კიევს ადრე უკვე მიაწოდეს 700 ცალი Phoenix Ghost-ი.