პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ატალანტასთან" გამართული მატჩის შემდეგ (2:1) მედიასთან კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ისიც ახსნა, რატომ ვერ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრაზე.
სპალეტის განცხადებით, ძალიან მძიმე შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში დადებითად აფასებს „ატლანტას“ თამაშს.
"მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ყველა წერდა, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამი ქულა იქნებოდა, მაგრამ ნუთუ სხვა სამი ქულა ასე მნიშვნელოვანი არ იქნებოდა? უფრო გაბედულად უნდა ვიმოქმედოთ და გადაცემებისას ნაკლები შეცდომები დავუშვათ, ამასთან შეტევაში გადასვლას ვეცადოთ. "ატლანტამ" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ზოგიერთი გუნდი საკუთარი სახეს ძალიან კარგად ავლენს. "ატალანტაც" მათ შორისაა, როგორც "მანჩესტერ სიტი" ან "ლივერპული"“.
მისივე განცხადებით, "ლივერპულთან" შეხვედრის შემდეგ კვარაცხელიას ზურგი სტკიოდა და ცხადი იყო, რომ თამაშს ვერ მოახერხებდა. შესაბამისად, მისივე უსაფრთხოებისთვის გადავწყვიტეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო.
მედიასთან კომენტირების დროს „მწვრთნელმა“ საზოგადოების მიკერძოებულობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, დღეს სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს.
„რას იტყვიან ისინი? თუმცა, თქვენთვის სამყარო მის (კვარაცხელიას) გარშემო ტრიალებს. ჩვენ სხვებიც გვყავს, რომლებზე დაყრდნობაც შეიძლება. დღეს ელმასმა განსაკუთრებულად ითამაშა. ვერაფერს ვერ მივაღწევთ, თუ 20-22 თანაბარი კლასის ფეხბურთელი არ გვეყოლება", - ამბობს სპალეტი.