პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს 9 მაისია - მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. გამარჯვების დღე — საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით აღინიშნება.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. აღსანიშნავია, რომ მისი სიტყვა და გამოსვლა სხვა წლებთან შედარებით შედარებით ხანმოკლე იყო.
„გვიანდერძეს, რომ გლობალური ომი აღარ მოხდეს, დასავლეთთან დიდი უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის ინიციატივით გამოდიოდა თანასწორუფლებიან თავდაცვაზე. წინა წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულება. დასავლეთს მოვუწოდებდით თანასწორ საუბარზე, აზრიანი კომპრომისი გამონახვაზე.
NATO-ს წევრებმა ჩვენი მოსმენა არ მოისურვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. ემზადებოდნენ კრიმზე თავდასხმისთვის და ატომური იარაღის დამზადებაზე. NATO-მ ჩვენს საზღვრებთან დიდი რაოდენობით იარაღის მობილიზაცია დაიწყო.
მათ ფსონი დადეს ნეო-ნაცისტებზე, რითაც შეტაკება გარდაუვალი გახდა. ეს იყო დროული, გარდაუვალი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ ამერიკა გახდა ერთადერთი დომინანტი, რომელიც თავისი ქმედებით ამცირებდა თვით თავის მოკავშირეებსაც კი. მაგრამ ჩვენ სულ სხვა ქვეყანა ვართ, სხვა ტრადიციებით და იდეოლოგიით.“ - განაცხადა პუტინმა.
ასევე ნახეთ: რა უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს 9 მაისის დღესასწაულის შესახებ - პრეზიდენტმა მიმართვის ადგილიც სპეციალურად შეარჩია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, რუსეთი იმედოვნებდა, რომ უკრაინა უარს იტყოდა 9 მაისის აღნიშვნაზე და სიტყვა „დენაციფიკაცია“ მნიშვნელობას შეიძენდა.
„ნაციზმე გამარჯვების დღეს, ჩვენ ვიბრძვით ახალი გამარჯვებისთვის. ეს გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერზე? ჩვენ წინ ვართ ერთი წიგნით. ეს არის უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელო. ჩვენ ვიბრძოდით სხვადასხვა ომში, მაგრამ ყველას ერთი დასასრული ჰქონდა. ჩვენს მიწაში დათესეს ტყვიები და ჭურვები, მაგრამ აქ ფესვები ვერც ერთმა მტერმა ვერ გაიდგა. ჩვენს ცაზე დაფრინავდნენ რაკეტები, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, გადაეფარა ჩვენი ლურჯი ცა. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც შეძლებს ჩვენი ერის მართვას. ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ზოგიერთი იბრძვის მამა მეფისთვის, ფიურერისთვის, პარტიისთვის ან უფროსისთვის, ჩვენ კი ჩვენი სამშობლოსთვის ვიბრძვით. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ გვიბრძოლია, ჩვენ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ჩვენი წინაპრების ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია. ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ და გაიმარჯვეს. ჩვენ ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის ვიბრძვით და გავიმარჯვებთ. არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არც ერთი არ ექნება. მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლა გავიმარჯვებთ. და ხრეშჩატიკი იხილავს გამარჯვების აღლუმს – უკრაინის გამარჯვებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რა ხდება უკრაინაში მაშინ, როდესაც რუსეთი 9 მაისს ზეიმობს ⇓
• ღამით შედარებით სიმშვიდე იყო, აფეთქებები ისმოდა მიკოლაევში, დილით აფეთქებები იყო ოდესაში. ოკუპანტები შედარებით აქტიურობენ სლობოჟენის და დონეცკიდ მიმართულებებით;
• კანადის პრემიერმა კიევში ვიზიტის შემდეგ $40 მილიონის სამხედრო დახმარება გამოყო;
• კანადამ უკრაინისთვის სავაჭრო ბარიერები მოხსნა;
• ომის დაწყებიდან მოკლულია 226 ბავშვი;
• ლუგანსკის ოლქში, დაბომბვის გამო ნანგრევებში მოყოლილ 11 ადამიანთან კონტაქტი ვერ ხერხდება;
• სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება ბელოგოროვკაშიც, სადაც სკოლის შენობის დაბომბვას 60 ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებში იქაც ადამიანებს ეძებენ;
• რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, დონეცკის რეგიონში ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა;
• უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან კიდევ 173 ადამიანი გამოიყვანეს;
• რუსულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა;