ევროკავშირმა რუსული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღსადგენად უნდა გამოიყენოს - ჯოზეფ ბორელი

ბორელი

"ევროკავშირმა მილიარდობით დოლარის ღირებულების რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს",  - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა განუცხადა, რომ აშშ-მ ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი მილიარდობით დოლარის აქტივები გამოიყენა ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისა და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ამიტომ ლოგიკური იქნება, რომ მსგავსი ნაბიჯები რუსეთის რეზერვებთან მიმართებით გადაიდგას. 

"მე ძალიან მომხრე ვიქნებოდი, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ჩვენ გვაქვს ფული და ვინმემ ამიხსნას, რატომ არის კარგი ამის გაკეთება ავღანეთის ფულით, მაგრამ არა რუსული ფული",- თქვა ბორელმა.

ცნობისათვის, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დაახლოებით, 315 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსეთის სავალუტო რეზერვები დააყადაღეს.