"ქართველის ოცნებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ფასი არ ექნება" - უკრაინაში მებრძოლი ლადო გამსახურდია

lado

"ქართველის ოცნებაა აქ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ის ფასი არ ექნება" - ასე ეხმაურება კიდევ ერთი ქართველის, გიორგი გრიგოლიას გარდაცვალებას უკრაინაში მყოფი მებრძოლი, ლადო გამსახურდია. 

"უკრაინაში ჩამოსული ქართველის ოცნებაა აქ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, სხვაგვარად აქ დაღვრილ სისხლს ის ფასი არ ექნება, რაც ჩვენ გვსურს.

ამ ოცნების ახდენა სისხლი, ცრემლები, აფეთქებებისა და ოხვრა-გოდების გარეშე სამწუხაროდ ვერ მოხერხდება, რადგან ისევ და ისევ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დალაგებას.
ვემზადოთ ომისთვის, ვემზადოთ სისხლისთვის, ვემზადოთ გოდებისთვის! კიდევ ბევრი დედა ჩაიცვამს შავებს მომდევნო სასტიკ ომებში, ყველა მხარეს თუ ვერ გავაჩერეთ მსოფლიოში ყველაზე ბოროტი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი!

დღეს გიორგი გრიგოლია გმირულად დაეცა უკრაინის ფრონტზე! დიდება გმირებს!" - წერს მებრძოლი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 როგორია მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა ამ წუთებში? - ექიმი კომენტარს აკეთებს

👉 VIDEO: ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს - „შევეცადეთ, არ გაგვევრცელებინა ინფორმაცია...“ - რას წერს ექიმი ლაშა ტალახაძეზე

👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“

👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა

👉 ასტროლოგი ასახელებს 4 დღეს, როდესაც ფრთხილად უნდა ვიყოთ