პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩვენთვის არსებობს „წითელი ხაზები“. არ დავთმობთ არც ერთ ჩვენს ტერიტორიას, არც დონბასს და არც ყირიმს. ისინი მხოლოდ დროებით არიან ოკუპირებული. გარდა ამისა, ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უკრაინა იბრძვის გამარჯვებამდე“, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლეს რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა გერმანულ მედიაჯგუფ FUNKE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ბუჩასა და ირპენში რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ, შეთანხმებისთვის სივრცე ვიწროვდება. დონბასი და ყირიმი ჩვენი ტერიტორიაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასაბრუნებლად. ევროპელები გრძნობენ, რომ მშვიდობა მსოფლიოში არ არის ძალიან სტაბილური. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა. თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსული ჯარები ერთ თვეში იქნებიან პოლონეთში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში", - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 როგორია მერაბ სეფაშვილის მდგომარეობა ამ წუთებში? - ექიმი კომენტარს აკეთებს
👉 VIDEO: რატომ მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა „პრაიმ ჰაუსში“
👉 VIDEO: „44 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება“ - დედამ მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვა