"პუტინი შეპყრობილია მარიუპოლით, რუსეთში 9 მაისს დიდებული სამხედრო აღლუმის გამართვაა დაგეგმილი" - მაკრონი

macron putin

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, ჟურნალ Le Point-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ პუტინს გადაწყვეტილი აქვს, უკრაინაში არ შეჩერდეს და მას რომ მას ეს სამხედრო გამარჯვება საკუთარი თავისთვის უნდა.

მაკრონის განმარტებით, პუტინი მარიუპოლით არის შეპყრობილი, რადგან ეს ქალაქი უკრაინის ერთგვარი სიმბოლოა, სადაც პუტინს უარყოფენ:

“დონბასზე თავდასხმაზე ორიენტირებული პრეზიდენტი ახლა გამარჯვების მიღწევას ცდილობს და მიზნად  დიდებული სამხედრო აღლუმის გამართვას 9 მაისს ისახავს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მისთვის და რუსეთისთვის.

სწორედ ამიტომ, მე არ მჯერა ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობების და არ მგონია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანთ.” - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. 

მაკრონმა ისიც განმარტა, რა მიზნით ესაუბრება პუტინს ტელეფონის საშუალებით ხშირად:

“თუ არავის გაესაუბრება, მაშინ არ გვეცოდინება, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს. ეს ჩემი გატაცებაა, მასთან მიმართებაში და ვამბობ კიდეც ყოველ ჯერზე.

როცა ძალადობის ციკლში შედიხარ, ყველაზე რთულია, შეჩერდე.

კიდევ უფრო საშიში კი ის არის, რომ ეს ყველაფერი შეუქცევადი ხდება,” - აცხადებს მაკრონი.