კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
კახა გოგიძემ დღეს უკრაინელი სტუმრები გააცილა. მსახიობსა და რეჟისორს, ოჯახთან ერთად, სამი დღით სტუმრობდა ქალაქ ხერსონის თეატრის მსახიობი.
კახამ ორჯერ დადგა ხერსონში სპექტაკლი, ორჯერაც - მიკოლაევში. თვეობით ცხოვრობდა უკრაინის ამ ქალაქებში. მეგობრები ჰყავს ქალაქ ოდესაშიც. შესაბამისად, გაიცნო ეს ხალხი და კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსსა და უკრაინელს, ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვთ.
კახა გოგიძე: მომიყვნენ, რომ სასწაულებრივად გამოაღწიეს ხერსონიდან. გამიკვირდა და საქართველოში, უკრაინული სერიით და ნომრით, რუსეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ .
ლარსზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოსულან. ძალიან გამიხარდა და ჩვენს მესაზღვრეებს და სახელმწიფოს ვუხდი მადლობას, რომ უპრობლემოდ შემოუშვეს. დანარჩენები რიგებში დგანან და მე თუ მკითხავ, რუსეთიდან თუ შემოდიან, უნდა იწვალონ კიდეც.
თურმე უკრაინელებისთვის სპეციალურად ცალკე შემოსასვლელი ყოფილა. ამას არ ველოდი, გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა.
საქართველოში ამდენი უკრაინული დროშა რომ დაინახეს, ცრემლებს ვერ იკავებდნენ. ყოველ ნაბიჯზე ფოტოებს იღებდნენ.
მერე ქართველების სიკეთით და გვერდში დგომით გაგიჟდნენ. ჩემმა მეგობრებმა უსასყიდლოდ გაათევინეს ღამე სასტუმროში. მანქანის ნაწილები ჰქონდათ გამოსაცვლელი, ვინაიდან ავტომობილით ხორვატიაში უნდა ჩასულიყვნენ და მანქანის გამართვა სურდათ. ამ მარკის ავტომობილის ცენტრში საკმაოდ ძვირადღირებული ნაწილები (დაახლოებით 500-600 დოლარის საფასურის) აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეუცვალეს მანქანას. ეს ჩვენგან საჩუქრად ჩვენს უკრაინელ სტუმრებსო. ამ ბიჭმა ჯერ ვერ დაიჯერა და შემდეგ უკვე ცრემლები ვეღარ შეიკავა... ეს ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. აი, ეს არის საქართველო, გენაცვალე-მეთქი და უამაყესი ვიყავი! აი, ასეთი ქართველები არიან საამაყონი, რომლებიც საქართველოს სტუმართმოყვარე და ვაჟკაცურ სახელს უნარჩუნებენ.
ჰყვებოდნენ, რომ ხერსონში უგზო-უკვლოდ იკარგება ხალხი. თვითონ როგორ გამოაღწიეს, არ ვიცი...
მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტური სიცრუეა, რომ რუსები და უკრაინელები ერთნი არიან. სანამ უკრაინაში ჩავიდოდი და მათ კარგად გავიცნობდი, მეც ასე მეგონა. შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხია, სხვა კულტურით, სხვა შეხედულებით, სხვა ცხოვრების წესით... სხვადასხვა კულტურის ხალხია.
არიან შრომისმოყვარეები, ბეჯითები და უბოროტოები.
პირველივე ჩასვლაზე მივხვდი, რომ ესენი რუსებს არასდროს არაფერს არ აპატიებენ, ბოლო წვეთამდე შეაკლავენ თავს. ძალიან უყვართ სამშობლო. ჩვენგან განსხვავებით, ამას არც სადღეგრძელოში ამბობენ, არც მუხლებზე დადგომით, სამშობლოს სიყვარულს საქმით ამტკიცებენ. და მთელი პლანეტა აღფრთოვანებაში მოჰყავთ.
ხერსონი ოკუპირებულია და თავს ვარიდებ მსახიობებთან დაკავშირებას. მიკოლაევში ძალიან იმედიანად არიან, გასაოცრად. ოდესაშიც მყავს მეგობარი რეჟისორები და ერთი წამითაც არ ტყდებიან, რომ ეს ომი მათი მოგებულია.