ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
უკრაინას პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ეწვივნენ. ანჯეი დუდასა და გიტანას ნაუსედას ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში დახვდა. მან მადლობა გადაუხადა პოლონეთს ტანკებისთვის და ლიეტუვას საზენიტო სისტემების გადაცემისთვის, რომლებიც ირანული დრონებისგან ენერგეტიკული სფეროს დაცვას უზრუნველყოფს.
„დღეს შემიძლია, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვა ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ჩვენი არმიისთვის, ერთობლივი დაცვისა და უკრაინისთვის, მთელი ევროპისთვის. ეს სიტყვაა „ტანკები“. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პოლონეთმა მიიღო, რომელიც ანჯეიმ, პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო“, – განაცხადა ზელენსკიმ.