ელიზაბედ II-ის უცნობი მხარე - რომელ სიმღერაზე იწყებდა დედოფალი ცეკვას სასახლეში

ელიზაბედი

ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბედ II-ს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად პროტოკოლირებულ ფიგურად ითვლებოდა, თურმე საკმაოდ მხიარული და თავისუფალი მხარეც ჰქონდა.

მისი ყოფილი პირადი ასისტენტის, სტილისტისა და ახლო მეგობრის, ანჯელა კელის თქმით, დედოფალს განსაკუთრებით უყვარდა ABBA-ს ცნობილი ჰიტი „Dancing Queen“ და სიმღერის ჩართვისას ცეკვასაც იწყებდა.

კელიმ ამის შესახებ 2026 წელს Vanity Fair-თან ინტერვიუში ისაუბრა და გაიხსენა ის მომენტები, როდესაც ელიზაბეთ II-სთან ერთად სასახლის კულისებში ატარებდა დროს. კელი დედოფალთან თითქმის 30 წლის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო თანამოაზრე გახდა.

მისი თქმით, დედოფალი ყოველ დილით რადიო Radio 2-ს უსმენდა. როდესაც ეთერში ABBA-ს „Dancing Queen“ გაისმოდა, ელიზაბეთ II სიმღერას აჰყვებოდა და ცეკვავდა.

კელი იხსენებს, რომ დედოფალი მუსიკის რიტმზე გვერდიდან გვერდზე მოძრაობდა და მღეროდა. თავად კელიც უერთდებოდა, თუმცა, როგორც ამბობს, ზოგჯერ იმდენად ერთობოდა, რომ ოთახში დისკოტეკას აწყობდა.

„Dancing Queen“-ის მოსმენა მათთვის უბრალო გართობა არ ყოფილა - კელის თქმით, ეს ის იშვიათი მომენტები იყო, როდესაც ელიზაბეთ II-ს სრულიად მოდუნებულსა და ოფიციალური როლისგან თავისუფალს ხედავდა.

საინტერესოა ისიც, რომ ელიზაბეთ II-ისა და ABBA-ს კავშირი მხოლოდ მუსიკის სიყვარულით არ შემოიფარგლებოდა. „Dancing Queen“ 1976 წელს გამოვიდა და ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჰიტად იქცა. სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ წლების შემდეგაც მისი სახელწოდება ხშირად ასოცირდებოდა თავად დედოფალთან.