პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზელენსკის Mig-29 თვითმფრინავების გამო აკრიტიკებს

რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ პოლონური მხარე კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებლებს არ აწვდის, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი შეთანხმება ნატოსთან მიღწეული იყო.

„იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, და აგრეთვე ეხმარებიან უკრაინელ ლტოლვილებს, პოლონეთს საკუთარ მშპ-სთან მიმართებაში ყველაზე ბევრი გაუკეთებია“, - თქვა სიკორსკიმ.

სიკორსკიმ აგრეთვე შეახსენა ზელენსკის, რომ პოლონეთი ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, თუმცა თავადაც არის ფრონტისპირა ქვეყანა, მასაც ემუქრება რუსეთი და „ყველაფერი შესაძლებელი არ არის“.