საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ძალების შეჭრის განმავლობაში, თითქმის 11 დღეში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 46 000-მდე რუსი დამპყრობლის განეიტრალება შეძლეს. რაც შეეხება რუსულ რესურსს, მათ ქვეყნის მასშტაბით, 600-ზე მეტი რაკეტა ისროლეს და უკრაინის საზღვართან მობილიზებული რესურსის 95 პროცენტი უკვე გახარჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალის 95 პროცენტი უკვე გამოიყენა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში 625-ზე მეტი რაკეტა გაუშვა და თითქმის მთელი თავისი გაწვრთნილი საბრძოლო ძალა განათავსა.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის წინასწარ გაწვრთნილი საბრძოლო ძალების "თითქმის 100%", რომელიც უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე იყო განლაგებული, უკვე უკრაინაშია.
7 მარტის დილას, ცნობილი იყო, რომ პენტაგონის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში 600 რაკეტა ისროლა. გარდა ამისა, დამპყრობლებმა საზღვრებზე დაგროვილი ძალაუფლების 95% გამოიყენეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ომის 11 დღეზე ნაკლებ დროში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 46 ათასამდე რუსი დამპყრობლის განეიტრალება შეძლეს - საუბარია დაღუპულებზე, დაჭრილებსა და პატიმრებზე.