„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და მოუწოდებს, რომ თავისი აგენტები უნგრეთიდან დაუყოვნებლივ გაიყვანოს.
ორბანის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ზელენსკიმ უნგრეთის ტერიტორია საკუთარი დაზვერვის სამსახურების საოპერაციო ველად აქცია.
ორბანის განცხადებით, უკრაინული დაზვერვა აქტიურად მუშაობს ოპოზიციური პარტია „ტისას“ დასახმარებლად, რათა 12 აპრილის არჩევნების შემდეგ უნგრეთში უკრაინის მხარდამჭერი მთავრობის მოსვლა უზრუნველყოს.
„მოვუწოდებ პრეზიდენტ ზელენსკის, დაუყოვნებლივ გაიწვიოს თავისი აგენტები სახლში და პატივი სცეს უნგრელი ხალხის ნებას. არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნგრეთი უკრაინის დაზვერვის სამსახურის საოპერაციო ველად აქცია. მან უნგრულ ოპოზიციასთან დაკავშირებული აგენტების აქტივაცია მოახდინა და ისინი მთელი ძალით მუშაობენ. უკრაინის ოპერატიული მუშაკები და სპეციალისტები პარტია „ტისაში“ ტრიალებენ. უნგრეთში არასდროს ჩატარებულა არჩევნები, რომელშიც ასე ღრმად ყოფილიყვნენ ჩარეულნი უცხოური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, როგორც ახლა. ისინი მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე დღეს უნგრეთში პროუკრაინული მთავრობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ორბანმა ვიდეომიმართვის დროს.