პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
დღეს პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-10 დღეა - სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული, ხალხის ნაკადი არ წყდება. უწმინდესისადმი თაყვანისცემის, მადლიერებისა და სიყვარულის გამოსახატავად, მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავთან ყოველდღიურად, განუწყვეტლივ იკრიბებიან.
ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სიონის ტაძარი ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მრევლისთვის ღიაა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.
საფლავთან ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლი დროებით ვერ შეძლებს საფლავთან ახლოს მისვლას და შეხებას, თუმცა მათ შეუძლიათ კათოლიკოს-პატრიარქის შემოსაზღვრული საფლავი ნახონ.