„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი დიდი ხანია, აცნობიერებს ირანის სარაკეტო პროგრამით შექმნილ საფრთხეს.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ირანს უკვე აქვს შესაძლებლობები, რომლებიც „სულ უფრო საშიში ხდება მოკავშირეებისთვის“ და სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებისკენაა მიმართული აშშ-ის ქმედებები.
„NATO დიდი ხანია, აცხადებს, რომ ირანს არ შეიძლება ჰქონდეს არც ბირთვული და არც სარაკეტო შესაძლებლობა. სწორედ ამ შესაძლებლობების განადგურებაა, რასაც ახლა ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ამასთან, როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, ნატო მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით.
„კარგი ამბავი ისაა, რომ ნატო მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით. ჩვენ წარმატებით გავანეიტრალეთ თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები სამ ცალკეულ შემთხვევაში“, – აღნიშნა მარკ რუტემ ბრიუსელში, NATO-ს ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე.