ფილმის „სიყვარული ყველას უნდას“ პერსონაჟი „ელიზბარაანთ გივია“, იგივე სიმონ ბერიკაშვილი გარდაიცვალა
1774616194
აზოვის ბატალიონის განცხადებით, ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაზე შეტევას აგრძელებენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.
„ოკუპანტები უკრაინაში შეჭრის 80-ე დღე მარიუპოლის მცველებზე საჰაერო ბომბებით იერიშის მიტანას მძიმე არტილერიისა და ტანკების გამოყენებით აგრძელებენ. უკრაინის პოზიციებზე შტურმის მცდელობისთვის დიდი რაოდენობით ქვეითებს იყენებენ.
უკიდურესად კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად, მცველები ზეადამიანური ძალისხმევით მათი პოზიციების გარღვევის მცდელობებს იგერიებენ და მტრის ჯარს აკავებენ", - წერენ მებრძოლები.