მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 325 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 66 720 ლარი შეადგინა.
ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო, 5 კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა ჯამში - 44 964 ლარის ოდენობით შეეფარდა.