„მტერს საკუთარი იარაღით დავამარცხებთ“ - ვოლოდიმერ ზელენსკის ახალი მიმართვა

ზელენსკი

უკრაინელმა სამხედროებმა ჩვენი არსენალი ბრძოლის ველიდან შეავსეს - ვოლოდიმერ ზელენსკის ახალ მიმართვას გამოცემა YNIAN-ი Telegram არხზე ავრცელებს.  

„ჩვენმა სამხედროებმა, ტერორისტების "დახმარებით" ჩვენი არსენალის შევსება შეძლეს.

ახლა, მტრის ტანკები, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის  იმუშავებს.

რა შეიძლება იყოს უფრო დამამცირებელი ოკუპანტებო?!“ - განაცხადა პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მტერს საკუთარი იარაღით დავამარცხებთ“.

„სულ უფრო მეტი მტრის ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს ძალიან მარტივ კითხვას: რატომ გაგზავნეს ისინი ამ უცხო მიწაზე, ამ ომში? და ჩვენ მათთვის პასუხი არ გვაქვს.

მხოლოდ ერთი სიტყვა - სიკვდილი", - აღნიშნა ზელენსკიმ.