1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა 12 000-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი facebook-ის გვერდზე იტყობინება.
რუსული სამხედრო საერთო საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 09 მარტამდე ასეთია:
ცოცხალი ძალა - 12 000-ზე მეტი ადამიანი,
ტანკი - 317 ერთეული,
ჯავშანტექნიკა - 1 070 ერთეული,
საარტილერიო სისტემა - 120 ერთეული,
MLRS - 56 ერთეული,
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 28 ერთეული,
თვითმფრინავი - 49 ერთეული,
შვეულმფრენი - 81 ერთეული,
საავტომობილო ტექნიკა - 482 ერთეული,
გემები / ნავები - 3 ერთეული,
ტანკები საწვავითა და საპოხი მასალებით - 60 ერთეული,
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 7 ერთეული.
გენერალური შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ მონაცემების დაზუსტება კიდევ მიმდინარეობს, ვინაიდან საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა გაანგარიშებას ართულებს.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჯარები უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრნენ. მტერმა დაიწყო სამხედრო ობიექტების დაბომბვა, შემდეგ კი მშვიდობიან დასახლეობაზე შტურმი რამდენჯერმე მიიტანა. კერძოდ, მტრის ბომბები არაერთხელ ჩამოცვივდა კიევში, ხარკოვში, ჩერნიგოვში, მარიუპოლსა და სუმის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 8 მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში თითქმის 12 000 დამპყრობელი იქნა ლიკვიდირებული.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან 474 მშვიდობიანი მოქალაქე უკვე დაიღუპა.