რა უჯდება პუტინს უკრაინასთან ომი - რა ბედი ეწევა რუსეთის ეკონომიკას

nika chitadze

რუსეთს უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების წარმოება ძვირად უჯდება - ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს ქვეყანა რუსული გაზის იმპორტს ორი მესამედით შეამცირებს, ხოლო 2030 წლისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებას სრულად შეწყვეტს. 

რუსეთისთვის მაქსიმალური ზიანის მიტანაში საკუთარი წვლილი შეაქვს ამერიკასაც,  ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს სრულად კრძალავს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს.

მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთზე მიტანილი ეკონომიკური იერიშის შემდეგ,  რა ბედი ეწევა რუსეთის ეკონომიკას და  აქვს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაცნობიერებული, რა ფასად უჯდება უკრაინასთან ომის წარმოება? - საკითხზე „პრაიმტაიმთან“  საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძე საუბრობს.

როგორც ჩიტაძე აცხადებს, რუსეთის პუტინი ვერც კი იფიქრებდა, რომ უკრაინასთან ომის წარმოებით ამხელა ზიანს მიაყენებდა რუსეთის ეკონომიკას.

„მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, დასავლეთი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ მძლავრი ეკონომიკური  ბერკეტები აამოქმედოს. დასავლეთი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ  სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა შესაბამისად ვერ დასუსტება, ამიტომ ახლა დასავლეთს სურს,  რუსეთს შემოსვლის მთავარი ბერკეტები გამოაცალოს. 

იმისთვის, რომ დასავლეთმა რუსეთის ეკონომიკა ძალიან დაასუსტოს, აუცილებელია, ნავთობის,  ნახშირისა და გაზის ექსპორტი მაქსიმალურად შეამცირონ. ეს ნაბიჯი კი  დასავლეთის მხრიდან უკვე  გადადგმულია. ახლა რუსეთი შეეცდება, ამ საკმაოდ არასახარბიელო პროცესიდან გამოსავლის ძებნასა და სხვა ბაზრის მოძიებას, მაგრამ ის ამ პროცესში მაინც წაგებული დარჩება“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ამასთან, როგორც ჩიტაძე აცხადებს, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ სანქციებითა და მისი ეკონომიკის შეზღუდვით  გააგრძელებს.

„დასავლეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის ნაბიჯს, ჯერჯერობით, არ გადადგამს. დასავლეთმა არჩევანი უკვე გააკეთა - ის უკრაინას აწვდის იარაღისა და სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებას.

ბუნებრივია, ნატოს არ სურს რუსეთთ​ან ღია კონფლიქტის წარმოება, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ომში, თუ  რუსეთი მის სამხედრო ბაზებს თავს დაესხმება. სხვა შემთხვევაში, დასავლეთს ომის პროცესში ისეთივე პოზიცია ექნება, იქნება, როგორც ახლა აქვს“,- განაცხადა ჩიტაძემ.

ცნობისთვის, დასავლელი სამყაროს მხრიდან, უარი უთხრან რუსულ გაზზე, ნავთობზე და ნაშის, გადწყვეტილება გუშინ გამოცხადდა.