1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების ხელმძღვანელის მორიგ განცხადებას ავრცელებს. ალექსეი რეზნიკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც პარტნიორების მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას ეხება.
„უკრაინის სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვას დაეხმარონ. ვმუშაობთ მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოსაზიდად, ასევე, ვთანამშრომლობთ კომერციულ მომწოდებლებთან.
სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ძალიან დელიკატური სფეროა, რომელიც უკიდურესად დაბალანსებულ მიდგომას მოითხოვს საჯარო კომენტარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით - ომის დროს.
ამასთან დაკავშირებით, მივმართავ ყველას: გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ ინფორმაციას, რომ გარკვეული ქვეყნები ჩვენს ქვეყანას იარაღს აწვდიან. ამაზე კომენტარისგან თავი შეიკავეთ. ამ თემებზე საუბრის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს დაუტოვეთ.
მესმის, რომ ხალხს სურს სასიხარულო ამბის გაზიარება, მაგრამ ზოგჯერ, ეს ქმნის საინფორმაციო ფონს, რომელიც შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. ამან, შეიძლება, ჩვენს არმიას გაართულოს ისეთი დამატებითი შესაძლებლობების მოპოვება, რომელიც ძალიან სჭირდება. შედეგად, უკრაინამ, შეიძლება, განიცადოს ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო და უნდა ავიცილოთ კიდეც!
ყველა ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც, პარტნიორებთან შეთანხმებით, შესაძლებელია, აუცილებლად დროულად მოგაწვდით. მტერმა არ უნდა იცოდეს, რა ელის. დაე, ეს მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყოს.“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.