1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მოლდოვა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ნიკუ პოპესკუმ განაცხადა.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ არის მარტივი. ეს გადაწყვეტილება რთულია ბევრად უფრო ძლიერი და აყვავებული სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის მეტი ალტერნატივა აქვთ, ვიდრე მოლდოვას“, - აღნიშნა ნიკუ პოპესკუმ.
მინისტრის თქმით, მოლდოვის პოზიცია ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა.
„2014 წლიდან, ყირიმის არაკანონიერი ანექსიის შემდეგ, მოლდოვაში გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმად, ჩვენ არ შევუერთდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროპულ ან ამერიკულ სანქციებს. ამ ხაზს ვინარჩუნებთ. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ენერგეტიკული სისტემა ზედმეტად მოწყვლადია“, - აღნიშნა მან.