პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცივილიზებული სამყარო შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ მოიცვა - რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დროს, საომარ მოქმედებებში აკრძალული იარაღი - ე.წ. ვაკუუმის რაკეტა დასახლებულ პუნქტში თავდასხმისას გამოიყენა. რეკომენდაცია იყო, რომ ადგილობრივებს ფანჯრები დაეხურათ... ყველა ქვეყნის მედია ამ შემზარავ ფაქტზე წერდა.
თუმცა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ამ ტიპის რაკეტის გამოყენება თითქმის ყველა კონფლიქტში ხდება, მათ შორის თერმობარული მოქმედების რაკეტებისაც...
ამ მოცულობით პოლირებად რაკეტებს მხოლოდ რუსეთი არ იყენებს, ჩრდილოელმა მეზობელმა მიჰყიდა კიდეც ყარაბაღის ომის დროს ჩვენს სხვა მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს...
"პრაიმტაიმი" ირაკლი ალადაშვილს შემდეგი კითხვებით დაუკავშირდა: რა არის ე.წ. ვაკუუმის ასაფეთქებლები, რა მახასიათებლები აქვს, რომელთა გამოც სხვა ჭურვებსა თუ ბომბებთან შედარებით კიდევ უფრო სახიფათოა?!
„ესაა თერმობარული მოქმედების სარაკეტო სისტემა სახელად „ბურატინო“. მისი საბრძოლო „ნათლობა“ 1988 წელს, ავღანეთში საბჭოთა არმიის მიერ შედგა. ამის შემდეგ, უკვე რუსეთის არმია ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში აქტიურად იყენებდა.
2015 წლიდან, რუსეთმა მისი გამოყენება სირიაშიც დაიწყო, ხოლო 2020 წელს ყარაბაღის ომის დროს, ორივე მხარემ - სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც გამოიყენა, ამ სახელმწიფოებმა აღნიშნული საბრძოლო მასალა რუსეთისგან იყიდა და გამოიყენეს კიდეც.
24 თებერვალს, როდესაც რუსულმა ჯავშანტექნიკის კოლონებმა უკრაინის საზღვრები გადაკვეთეს, მათ შორის იყო "ბურატინოებიც", რაც გავრცელებულ ვიდეო კადრები ჩანს.
"ბურტიონო" ტანკის ბაზაზე დამონტაჟებულ რაკეტების გასაშვებ დანადგარს წარმოადგენს. (უკრაინაში, ვაკუუმის რაკეტების გამშვები რუსული რეაქტიული სისტემები - TOS-1 და TOS-1A აღმოაჩინეს ავტ.)
რაკეტის კორპუსში, მაღალი წნევით ჩატუმბულია აირი. რაკეტის მიზანთან მოხვედრის დროს, ამ აირის მაღალი წნევით გაფრქვევა ხდება, რის შემდეგაც ფეთქდება.
ადამიანი სანგარში ან სარდაფშიც რომ იმალებოდეს, ის შეიძლება გადაურჩეს ჩვეულებრივი ბომბის ნამსხვრევებს, მაგრამ „ბურატინოს“ რაკეტის აფეთქების შემთხვევაში, მაღალი წნევით გაფრქვეული აირი, აღწევს დახურულ სივრცეშიც.
„ბურატინო“ მაღალი საბრძოლო დაზიანებით გამოირჩევა და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ არაბირთვულ იარაღად ითვლება ."- ამბობს ირაკლი ალადაშვილი.
ცნობისთვის, CNN-ის გადამღებმა ჯგუფმა ბელგოროდის სამხრეთით (რუსეთი, უკრაინის საზღვართან) ე.წ. ვაკუუმის რაკეტების გამშვები რუსული რეაქტიული სისტემები TOS-1 და TOS-1A აღმოაჩინა.
ამ სისტემებში გამოიყენება თერმობარული ქობინები მაღალტემპერატურული ასაფეთქებლებით. ვაკუუმის ბომბებისა და რაკეტების გამოყენება ჟენევის კონვენციით აკრძალულია.