შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ევროპასა და მთელ მსოფლიოს მიმართავს, რომ „ბირთვული მანიაკი“ შეაჩერონ.
"უკრაინის უმაღლესი რადას სახელით, მივმართავთ სრულიად ევროპისა და მსოფლიოს პარლამენტებს, მთავრობებსა და მოქალაქეებს. რუსეთმა ევროპა და მსოფლიო ბირთვული არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები განზრახ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბის კატასტროფის გამოწვევას.
პუტინის დანაშაულებმა გლობალურ მასშტაბებს მიაღწია და საფრთხეს უქმნის ევროპის არსებობას და შესაძლოა, კაცობრიობას. ეს დანაშაული ნათლად მეტყველებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის მალე დაწესების აუცილებლობაზე, რათა დავიცვათ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპა და მსოფლიო. შეაჩერეთ ბირთვული მანიაკი!", - აღნიშნა მან.