„ნამდვილი ძალა დახმარების თხოვნაშია...“ - ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1779393474
კიევის ოლქის დასახლება მაკაროვში რუსი სამხედროების მიერ მოკლული 132 ადამიანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დასახლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ტოკარზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ვადიმ ტოკარმა განაცხადა, მოკლულების უმეტესობა მასობრივ სამარხებში იპოვეს. მისი მონაცემებით, ომამდე დასახლებაში 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ომის აქტიურ ფაზაში კი, მაკაროვში ათასამდე ადამიანი დარჩა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მაკაროვის 40% დანგრეულია. მრავალი საცხოვრებელი სახლი კი, აღდგენას არ ექვემდებარება.