„ბუჩა და გოსტომელი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა, მაკაროვი კი უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს“ - კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

crdown

ბუჩა და გოსტომელი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა. ახლა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანაა, რუსებს ხელი მდინარე ირპენის გადაკვეთაში შეუშალონ, რათა კიევს ვერ მიუახლოვდნენ.

ეს ინფორმაცია კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე პავლიუკმა გაავრცელა.

"ჯერჯერობით ბუჩაც და გოსტომელიც ოკუპირებულია. მთლიანად ეს რეგიონი - იქ ჯერ ვერანაირი ქმედებები ვერ განვახორციელეთ. ჩვენ მტერი მდინარე ირპენის გადაკვეთის მცდელობისას უნდა შევაკაოთ და კიევი შეტევისგან დავიცვათ.

ამჟამად, პოტენციალი არ გვაძლევს შესაძლებლობას, კონტრშეტევაზე ამ მიმართულებით გადავიდეთ." - ამბობს უწყების ხელმძღვანელი. 

პავლიუკის თქმით, კიევი "ძალიან დიდი პრობლემაა რუსეთისთვის და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ იქ შევიდნენ".

„მტერი შეჩერებულია. ოკუპანტები გზებს ეძებენ, მაგრამ არც ჩვენი შეიარაღებული ძალები ელოდებიან უმოქმედოდ - ისინიც აქტიურად ახორციელებენ საპასუხო მოქმედებებს, მუდმივად ამარცხებენ რუსებს. ასე რომ, პარიტეტი შენარჩუნებულია და იმედი მაქვს, რომ პარიტეტი ჩვენს მხარეზე იქნება უახლოეს მომავალშიც“, - განაცხადა პავლიუკმა.

სასიხარულო ინფორმაციას კი ისაა, რომ მაკაროვი რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. თუმცა, ბევრია დანგრეული და დაზიანებული სახლები. ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ! მთავარია პუტინის ბოროტი სულების განდევნა ჩვენი მიწიდან!" - წერს გამოცემა YNIAN Telegram-ზე.