1737285948
ზელენსკის განცხადებით, ბოროდიანკაში მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბუჩაში
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში რუსი ოკუპანტების მიერ დატოვებული მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქ ბუჩაში.
„ბოროდიანკაში ნანგრევების მოწესრიგება დაიწყეს. იქ ბევრად უარესი მდგომარეობაა. რუსი ოკუპანტების მსხვერპლი კიდევ უფრო მეტია (ვიდრე ბუჩაში).
რა მოხდება, როდესაც მსოფლიო გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა გააკეთეს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში? თითქმის ყველა ქუჩაზე არის ის, რაც მსოფლიომ ნახა ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა ქალაქებში რუსული ჯარების გასვლის შემდეგ : იგივე სისასტიკე, იგივე საშინელი დანაშაულებები," - აღნიშნა ზელენსკიმ.