ლუკაშენკოს მტკიცებით, ბუჩას სისასტიკე ბრიტანელებმა მოაწყვეს

ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით ბუჩას სისასტიკე ბრიტანელებმა მოაწყვეს.

მისი თქმით, ბრიტანელები ბუჩაში ლვოვიდან ჩავიდნენ გადაიღეს კადრები და შემდეგ საინფორმაციო სივრცეში განათავსეს.

„მინდა მივმართო დასავლეთს, პირველ რიგში, იგივე სიტყვებით: შეწყვიტე ტყუილი. ტყუილად ახსენებთ ბუჩის მაგალითს. რა მოხდა ბუჩაში (არ ვიცი, რამდენად ხარ ამაში ჩახედული) - ვიცით, ვინ გააფორმა ეს ამბავი.

ძირითადად იყვნენ ბრიტანელები, რომლებიც ჩამოვიდნენ მანქანებით (ჩემი აზრით, ოთხი მანქანა ვნახეთ, ნომრები რუსებს გადავეცი) ლვოვიდან, გადაიღეს ბუჩა და შემდეგ საინფორმაციო სივრცეში განათავსეს“, - თქვა ლუკაშენკომ ინტერვიუში.