„ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია იმიტომ, რომ ამან შეიძლება დედამიწა მოწყვიტოს ორბიტიდან და არავინ იცის სად გავფრინდებით“ - ლუკაშენკო

ლუკაშენკო - პუტინი

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია იმიტომ, რომ ამან შეიძლება დედამიწა ორბიტიდან მოწყვიტოს და „არავინ იცის სად გავფრინდებით“.

„ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს ჩვენთან ახლოსაა, ჩვენ აქვე ვართ. ოკეანის იქით არ ვართ, როგორც აშშ და აი, ამიტომ არის ეს კიდევ დაუშვებელი. კიდევ დაუშვებელია იმიტომ, რომ ამან შეიძლება დედამიწა მოწყვიტოს ორბიტიდან და არავინ იცის, სად გავფრინდებით. ამიტომ ს დაუშვებელია,“ - ამბობს ალექსანდრე ლუკაშენკო.