კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს - ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოში ომი არ იყოს,  ამის შესახებ ლუკაშენკომ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო", - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნება. 

"ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, რადგან რუსეთი ჩვენთან ახლოსაა, ჩვენ არ ვართ ოკეანის გადაღმა, როგორ შეერთებული შტატები.  ამასთანავე, ეს მიუღებელია, რადგან მან, შესაძლოა, ორბიტიდან გადაისროლოს დედამიწა, კაცმა არ იცის სად", - განაცხადა ლუკაშენკომ.