რუსები ამბობენ, რომ სოსომ მათ პატრიოტულ განწყობაზე იზრუნა - პავლიაშვილმა ქალაქ ბელგოროდში კონცერტი გამართა

სოსო პავლიაშვილი

მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა უკრაინის საზღვართან, ქალაქ ბელგოროდში კონცერტი ჩაატარა.

რუსული მედიის ცნობით, ღონისძიების ინიციატორი თავად მომღერალი გახდა, რომლის მიზანიც რუსეთის მოქალაქეებისთვის განწყობის ამაღლება იყო.

სოსო პავლიაშვილი კონცერტის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მომღერლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი საუბრობს, დარბაზი სავსე იყო და მომღერალმა მოქალაქეებს პატრიოტული განწყობა აუმაღლა.

„ძალიან კარგი კონცერტი იყო, აუცილებლად გვჭირდებოდა ახლა ეს განწყობა და სოსო სიმღერები ყოველთვის გამოირჩევა პატრიოტული სულისკვეთებით“ - აღნიშნავდნენ დარბაზში მყოფი მსმენელები.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Сосо Павлиашвили (@soso_pavliashvili_official)