VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
მიუხედავად იმისა, რომ ქეთა თოფურიამ ომის დაწყების დროს საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო წარწერით "არა ომს", მას შემდეგ მას ამ თემაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია და არც უკრაინელი ხალხისთვის დაუჭერია ღიად მხარი.
ამ ყველაფრის შემდეგ სოციალურ ქსელში ქართველების დამოკიდებულება ქეთა თოფურიას მიმართ შეიცვალა.
ქეთას ბოლოს გამოქვეყნებულმა ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, სადაც ის ამბობს, რომ მოსკოვში უკვე 13 გრადუსია და როგორც იქნა „გაზაფხული მოვიდა“.
„რა მშვენიერი ამინდია დღეს მოსკოვში, როგორც იქნა, მოვიდა გაზაფხული. ცისფერი ცა, მზე. მიყვარს მოსკოვის გაზაფხული. კარგ დღეს გისურვებთ“,- ამბობს ქეთა თოფურია ვიდეოში.