კურსკის რეგიონში გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ხანძარი

კურსკის რეგიონში გაზის გამანაწილებელ სადგურზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, სადაც ეჭვმიტანილი უკრაინის სამხედროები არიან.

კომიტეტში განაცხადეს, რომ უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, განახორციელეს მიზანმიმართული აფეთქება სუჯის გაზის სადგურზე.

განცხადება გაავრცელა უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებს. უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსებმა სუჯის გაზის გამანაწილებელი სადგური თავად დაბომბეს.