ტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1743364990
ლაქების ამოყვანის ხერხები დიასახლისებში პოპულარული და მეტად საჭირო თემაა; მით უფრო, პატარა ცელქუნიები თუ გყავთ. მათი სამოსი მუდმივად დალაქავებულია. დედას კი თავსატეხი არ ელევა, როგორ მოაშოროს საყვარელი სამოსიდან აბეზარი ლაქა. თუმცა დიდებსაც გვჭირდება ჩვენს სამოსსა თუ სხვადასხვა ქსოვილზე ლაქებთან გამკლავება.
რამდენიმე ხრიკს გასწავლით:
თუ სამოსზე ცხიმის ლაქაა, მოაყარეთ საჭმლის სოდა და დალაქავებული ადგილი კარგად დასრისეთ. შემდეგ თბილი წყლით გააცალეთ...
ცხიმს ებრძვის გაზიანი მინერალური წყალიც.
დეზოდორანტის ლაქებს ეფექტურად ებრძვის სოდა. სოდისა და წყლისგან გააკეთეთ „ფაფა“ და პრობლემურ ადგილზე კარგად წაუსვით. მარილის და ძმრის სინჯვაც შეგიძლიათ.
ბალახებისგან დასვრილი სამოსი ძმრით უნდა გაწმინდოთ. კენკრის ლაქას მდუღარე წყალი ებრძვის. თუ ყავა დაგესხათ, სოდით ამოიყვანთ. ქსოვილზე დასხმული ზეთი დაფხვნილ ცარცს ამოჰყავს.
საღეჭ რეზინს ყინული ებრძვის. ქსოვილზე დაკრულ კევს ყინულის ნაჭერი წაუსვით, ცოტა ხნით გააჩერეთ და რეზინი უკვალოდ მოსცილდება.
სისხლის ლაქა ცივ წყალსა და სარეცხის საპონს ამოჰყავს.
ღვინო ამოჰყავს ნიშადურს. შავი ღვინო და მარილი ხომ კლასიკაა. ოფლის ლაქა ამოჰყავს ლიმონის წვენს. თუ შალის ქსოვილზეა - სპირტის ხსნარი, რომელსაც ასე გააზავებთ: 1 ს.კ. ძმარს ან სპირტს 1 ჭიქა წყალი დაასხით.