პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში რჩება

ანზორ კვარაცხელია

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია კვლავ პატიმრობაში რჩება. მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი დაკითხეს. ექსპერტ კობა ანდრიაძის ინფორმაციით, მან კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარა მინის ბოთლს და მასში არსებულ სითხეს. დადგინდა, რომ ეს მოლოტოვის კოქტეილი იყო და ის კუსტარულად იყო დამზადებული. დღესვე გადაისინჯა და ძალაში დარჩა აღკვეთის ღონისძიება.

ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს.