სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1743278291
29 დეკემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე კაცმა მეზობელი, ლოგინად ქალი მოკლა მის შვილს კი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. მიზეზი მეზობლებს შორის წლების წინ დაწყებული უთანხმოება გახდა.
საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულს ცოტა ხნის წინ მეზობლებმა სახლი დაუწვეს.
ბრალდებულის ადვოკატი, მაგდა შინჯიკაშვილი გვეუბნება, რომ ახლა დაცვის მხარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
ჩვენი ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საქმეში ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება დევს.
ბრალის დადგენილებაში ვკითხულობთ:
„შეეცადა ამ უკანასკნელების, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლას. ამ მიზნით ბასრი, მჩხვლეტავ - მჭრელი ლითონის საგნით, თავისა და გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები, რის გამოც ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი შვილი სიკვდილს გადაურჩა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის შედეგად“